1.წესებსა და პირობებზე თანხმობით თქვენ კომპანია „შპს რითეილ ჯგუფს“ ს/კ 436041659, იურიდიული მისამართი: მცხეთა, ს.წეროვანი, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ბალანჩინის 5, ელექტრონული ფოსტა: info@magniti.ge უფლებას აძლევთ:
1.1. კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს პერსონალური მონაცემები იმ მიზნ(ები)სათვის, რომლებიც განსაზღვრულია წესებსა და პირობებში.
2. პერსონალურ მონაცემებად განისაზღვრება:
2.1 სახელი
2.2 ტელეფონის ნომერი
პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვას და დამუშავებას შპს „რითეილ ჯგუფი“ ახორციელებს მარკეტინგული მიზნებისთვის, მომხმარებლისთვის ინფორმაციების გაზიარებისა და შეთავაზებების გაგზავნისთვის.
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება შემდეგი საფუძვლით:
ა) სუბიექტის მიერ თანხმობის გაცხადებით;
● თანხმობის შეგროვების პროცედურა:
3.1 მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ერთჯერადად გენერირებული ვერიფიკაციის კოდი წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს, რომლის გაცხადება/დასტური ნიშნავს მომხმარებლის მიერ წესებსა და პირობებზე თანხმობას.
3.2 თანხმობების შეგროვების მექანიზმს წარმოადგენს ვებ-საიტი www.bar10.ge, სადაც მომხმარებელი ავსებს პერსონალურ მონაცემებს.
ბ)მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით
4. მონაცემების შენახვა/დამუშავება:
4.1 მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება „შპს რითეილ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ მონაცემთა სანახებში, ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ასევე ღრუბლოვანი სერვერები. კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების დაცვას, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის. პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია აუცილებლად მიმართავს კანონმდებლობის წესების თანახმად დადგენილ შესაბამის ორგანოებს.
4.2 შპს "რითეილ ჯგუფი" წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
4.3 უფლებამოსილი პირი შესაძლოა იყოს სხვა კომპანია, რომელთანაც შპს „რითეილ ჯგუფს“ შეთანხმებული აქვს გაუთქმელობის პირობები . უფლებამოსილ პირს მიეკუთვნება SMS პროვაიდერები, რომლის საშუალებითაც ხორციელდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნა.
5. სისტემაში რეგისტრაციით, თქვენ შპს "რითეილ ჯგუფს" ს/კ 436041659 უცხადებთ თანხმობას შპს "რითეილ ჯგუფმა" მოგაწოდოთ ინფორმაცია, შეთავაზებებთან, სარეკლამო ხასიათის ტექსტებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მიიღოს, შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში მომხმარებლის მონაცემები (სახელი, ტელეფონის ნომერი). აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას და მოცემულ წესზე თანხმობის შემდგომ. თანხმობას ვაცხადებ, მონაცემების შენახვა განხორციელდეს კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადამდე, სანამ ჩემი მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
5.1 მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ;
6.კომპანია უფლებამოსილია წესებისა და პირობების შესაბამისად შეგროვებული ინფორმაცია შეინახოს 10 (ათი) წლის ვადით.
7.პროგრამის მონაწილეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს, ინფორმაცია კომპანიაში არსებული მისი პერსონალური მონაცემების შესახებ და სურვილისამებრ მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების შესწორება, განახლება, დაბლოკვა, განადგურება, დამატება ან წაშლა. მოთხოვნის დამუშავებისთვის შპს „რითეილ ჯგუფს“ აქვს 3 (სამი) სამუშაო დღე.
7.1 მომხმარებელს საკუთარი მონაცემების შესწორება, განახლება, დაბლოკვა, განადგურება, დამატება ან წაშლის შესახებ მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლია შპს „რითეილ ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 032 2 121 121 ანდა წერილობით მეილზე: info@maginiti.ge
7.2 თითოეულ SMS შეტყობინებას თან ერთვის SMS NO – “უარი SMS შეტყობინებებზე“, შესაბამისად მოხმარებელს შეუძლია უარი განაცხადოს SMS შეტყობინებებზე.